ქეთევან ბაკარაძე ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ”მზერაში” , ცენტრის დირექტორს, ალექსანდრე ჩიჩუას შეხვდა.

.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე ,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ”მზერაში ,  ცენტრის დირექტორს, ალექსანდრე ჩიჩუას შეხვდა.

   აღნიშნული შეხვედრა , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსა და  „ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ“ მზერას „  შორის  მომავალი თანამშრომლობის წინაპირობაა.სტუმრობისას , ქეთევან ბაკარაძემ მის მოადგილეებთან , მაკა ონიანთან და თენგიზ კვირტიასთან ერთად,   ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა  და   მედპერსონალი  გაიცნო.

 მოგახსენებთ, რომ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ”მზერაში“ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა მხედველობის დაცვის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია რეფრაქციის დიაგნოსტიკა და მისი კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზა) ნებისმიერ ასაკში, ასევე სიელმისა და ამბლიოპიის გამოვლენა. გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების ფართო დიაპაზონი, თვალის მამოძრავებელ კუნთებზე სპეციალური ოპერაციები. შესაძლებელია სიელმის მქონე პაციენტთა დიდი ნაწილის სრული რეაბილიტაცია.

  კლინიკაში მაღალკვალიფიციური კონსულტაციები უტარდება ახალშობილებსა და ჩვილებს. შესაძლოა თვალის წინა და უკანა მონაკვეთის სრულყოფილი გამოკვლევა, თანდაყოლილი პათოლოგიებისა და განვითარების მანკების დროული დიაგნოსტიკა. საცრემლე გზების გამავლობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა.

    აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც  სამინისტროს ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევებს უტარებენ,  ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ მათ რიცხვს , უახლოეს მომავალში შეემატება.

IMG_6486IMG_6385IMG_6310IMG_6467