შეხვედრა „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“

.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია  და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე   „ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკაში“  კლინიკის დირექტორს, თემურ ხუროძეს შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრა , წინაპირობაა თანამშრომლობისა, რომლის დეტალები მხარეებმა  კლინიკაში სტუმრობისას  განიხილეს. შეხვედრას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ,მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

„ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა“ უკვე მრავალი წელია პაციენტებს მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და  კვალიფიციური მედპერსონალით  ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/ რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,აქტიურად თანამშრომლობს  საქართველოში მოქმედ  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საუკეთესო კლინიკებთან, მათ რიცხვს „ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა“ უახლოეს მომავალში შეემატება.

IMG_6632

IMG_6566