აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, […]