სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ   დაგეგმილია  ფართომასშტაბიანი   ღონისძიებები რეგიონებში, მათ შორის, იმერეთის რეგიონში.

უფასო სამედიცინო გასინჯვები , 2016 წ. 25 მაისს იმერეთის რეგიონში (სამტრედიის მუნიციპალიტეტში) ჩატარდება, სადაც კონცენტრირებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტდება ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.

 

  ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

  ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.

დარიგდება უფასო მედიკამენტები.

ღონისძიებას მონიტორინგს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე       გაუწევს.

 

მისამართი: სამტრედია, რესპუბლიკის ქ.№86 ყოფილი საქალაქო საავადმყოფოს შენობა.