მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბაკურციხეში

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარდა ფართომასშტაბიანი გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, მათ შორის, კახეთის რეგიონში.
პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, განხორციელდა კახეთის რეგიონში (გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე), სადაც კონცენტრირებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
გაისინჯა 60 -მდე ბენეფიციარი.
დარიგდა უფასო მედიკამენტები.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.

ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს 31 მაისს ქ.მარნეულში ჩაატარებს.
მისამართი:ოცი იანვრის ქ.№1(ყოფილი საბავშო ბაღი)

IMG_7302 IMG_7305