მარნეულში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  განხორციელდა  ფართომასშტაბიანი  გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში.

  1. პროგრამის სტრატეგიული მიზანია ადგილზე მრავალპროფილიანი მაღალკვალიფიციური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების გზით ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  2. 2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ საკუთარი ჯანმრთელობისადმი მიდგომის შეცვლა და მასზე პასუხისმგებლობის ამაღლება;
  3. საქართველოში წამყვანი კლინიკების ჩართულობა დევნილთა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საქმეში;
  4. 4. დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების მიქცევა ამ პრობლემისადმი.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.

 

  ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

  ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
ქამანდარ ისმაილოვი,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე , ვახტანგ ყოლბაია და კლინიკა“ახალი მზერას“ დირექტორი ,გია დვალი ესწრებოდნენ.

ღონისძიების დროს გაისინჯა 100-მდე ბენეფიციარი, დარიგდა უფასო მედიკამენტები.