შეხვედრა თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან,მათ რიცხვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა შეუერთდა. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი აბესაძესა და თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,პროფესორ,მერაბ დვალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა. შეხვედრისას მხარეეებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი დაწესებულება, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობითა და საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტიდან ფუნქციონირებს.


კლინიკაში მზადებას გადის, 3000 – ზე მეტი ქართველი, 1000 – მდე უცხოელი სტუდენტი და ასობით რეზიდენტი, იგი სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის, განთავსებულია 20-მდე კლინიკური დეპარტამენტი/მიმართულება (კათედრა). თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისოდ აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე. ეს არის 145 საწოლზე გაშლილი თანამედროვე, მაღალი სტანდარტის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარი, სადაც მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული პროფესორები, მედიცინის სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი სამედიცინო კადრების აღზრდის პარარელურად, მაღალკვალიფიციურ საექიმო მომსახურებას უწევენ მოსახლეობას.


კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი მიმართულებები :
• მიმღები განყოფილება (EMERGENCY);
• ამბულატორია;
• თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია
• ენდოკრინოლოგია;
• ნევროლოგია;
• ზოგადი ქირურგია;
• ნეიროქირურგია;
• ყბა-სახის ქირურგია;
• უროლოგია;
• პროქტოლოგია;
• ონკოლოგია,მამოლოგია,ონკოპლასტიკური ქირურგია;
• ოტორინოლარინგოლოგია;
• ოფთალმოლოგიური სამსახური;
• ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილება;
• მეანობა-გინეკოლოგია, ნეონატოლოგია ;
• გასტრო-ენტეროლოგია
• ანგიოქირურგია;
• კათეტერიზაციის ლაბორატორია;
• ანესთეზიოლოგია –
რეანიმაცია
• რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
• კლინიკური ლაბორატორია;
• სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია.