24-26 ივნისს სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

.

2016 წელს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ   დაგეგმილია  ფართომასშტაბიანი  გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, განხორციელდება 2016 წ. 24-26 ივნისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (ქალაქ სენაკი, სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის დასახლება,ყოფილი 139-ე პროფტექსასწავლებელი), სადაც კონცენტრირებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტდება ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.

 

  ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

  ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.