აფხაზეთდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცემათ

.

    აფხაზეთის ა/არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს“თბილისითან თანამშრომლობით, მორიგ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩაატარებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადასაადგილებელი ეტლით უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

  თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაცია  „კამპუს ლაიონს თბილისმა“, რომელიც საქართველოში  2013 წლიდან მოღვაწეობს და აქტიურადაა ჩართული  საქველმოქმედო ღონისძიებებში,  გადასაადგილებელი ეტლით,  5  ბენეფიციარი დააკმაყოფილა.

 

   კამპუს ლაიონს თბილისი, სიდიდითა და ბიუჯეტით არის  მსოფლიოში ნომერ პირველი საქველმოქმედო გაერთიანებაა, რომელიც 206 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ორგანიზაციას აქვს 46 000-ზე მეტი კლუბი და 2.7 მილიონ ადამიანიანზე მეტია გაერთიანებული ქველმოქმედებისთვის. ეს გახლავთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ანსამბლეის სრულ უფლებიანი წევრია.

აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით,ამჯერად გადასაადგილებელი ეტლები სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ სენაკსა და ზუგდიდში , აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს გადაეცემათ.