ი.ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ექიმებმა სამეგრელოში მოღვაწე ექიმებისათვის ტრეინინგები ჩაატარეს

.

სენაკის მუნიციპალიტეტში ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმებმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა სა სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში მოღვაწე ექიმებისათვის სპეციალური ტრეინინგები ჩაატარეს.
ტრეინიგის დროს განხილული იქნა შემდეგი თემები:
1.გენიტალური ენდომეტრიოზი 21- ე საუკუნის არავერიფიცირებული დაავადება.
2.უნაყოფობის თანამედროვე ასპექტები ,კვლევის ალგორითმი.
3.მოზარდ გოგონათა რეპროდუქციული ჯამრთელობის აქტუალური საკითხები.
4.სამედიცინო გენეტიკური კონსულტაციების როლი რეპროდუქციულ კლინიკაში.
ტრეინინგში მონაწილე ექიმებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებს პრეზენტაციის სახით გაუზიარეს.