სენაკის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში დევნილ ოჯახებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

უფასო სამედიცინო გასინჯვებში, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური კადრები,თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები, იღებდნენ მონაწილეობას .
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:
ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი,გენეტიკოსი,ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.
კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.
სამედიცინო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტისა და რეგიონის გამგეობის წარმომადგენლები ღებულობდნენ.

13507165 IMG_8350 IMG_8545