აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინე“ – მიიღო მონაწილეობა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ , აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებმა ჰემატოლოგიის ინსტიტუტში სისხლის უანგარო დონორთა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ მიიღეს მონაწილეობა და სისხლი გაიღეს. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის მთავრობა დონაციის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.