ქეთევან ბაკარაძე იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრის საზეიმო გახსნას დაესწრო

.

ქუთაისში  იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი ( IMDC ) გაიხსნა,რომელიც  იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში გაკეთდა. ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, კლინიკა ,,ლჯ” -ს ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ. იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრს  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტოშიო კაიტანიმ 90 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა.

13669771_1638602353122816_7849564652141731369_n

ძვირადღირებული ტექნიკით შესაძლებელია სისხლის საერთო ბიოქიმიის და სხვადასხვა ჰეპატიტზე კვლევა, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსზე რაც ხელს შეუწყობს ამ სამედიცინო ცენტრს დასავლეთ საქართველოს, და მათ შორის აფხაზეთის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო დიაგნოსტიკით და მკურნალობით უზრუნველყოფაში. ამ პროექტისთვის გრანტის ოდენობა 89 992 აშშ დოლარს შეადგენს.

. იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი ( IMDC ) ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, #27 ში არის განთავსებული.