აფხაზეთიდან დევნილებს მაღალკვალიფიციური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ”მზერაში” , აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური, უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.აღნიშნული აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ“ მზერას „ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა,რომლის მხარდამჭერი აფხაზეთის ა/რ მთავრობაა. დევნილებს, ოფთალმოლოგის, მამოლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, დერმატო-ვენეროლოგის, ექოსკოპიის, რენტგენის, მამოგრაფის, პროქტოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ.
უფასო სამედიცინო გასინჯვების მიმდინარეობას მონიტორინგს კლინიკის დირექტორი,ალექსანდრე ჩიჩუა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , აღნიშნული სახის აქციებს რეგულარულად ატარებს,ამჯერად მომსახურეობით 120-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვები მომავალშიც ჩატარდება.
ინფორმაციისთვის ეწვიეთ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

IMG_9375