წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლები ჩაუტარდათ

.

წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტები ღებულობენ. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი. დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე დათო ახრახაძე და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორი მერაბ კვიცარიძე ესწრებოდნენ.

ასევე, აფახაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროებისამებრ უფასოდ მედიკამენტები გადაეცათ.

14183795_1254590181253143_6045357872789818702_n 14184531_1254590741253087_2802687064806495382_n 14225522_1254592747919553_5395047100983869368_n