სამეგრელოს რეგიონში დევნილებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ

.

სამეგრელოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ინიციატივით დევნილებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.

აქცია ზუგდიდის იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში ჩატარდა. სამედიცინო ჯგუფში იყვნენ კარდიოლოგი, ნევროლოგი და რევმატოლოგი. დევნილებს ელექტროკარდიოგრაფიული და საჭიროებისშემთხვევაში, ექოკარდიოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ.

„აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ უფასო სამედიცინო გასინჯვებს საქართველოს ყველა რეგიონში ატარებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

სამედიცინო აქციას ორგანიზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაუკეთა.

 

14316998_1261807260531435_8523638372399336751_n 14329869_1261807333864761_9037494654504950756_n 14333722_1261807323864762_1359143159434722335_n