წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ჯვარსა და წალენჯიხაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.


გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის წამყვანი სამდიცინო კლინიკების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ამ დღეების განამaვლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.
აქციის დროს გასინჯულ იქნა 700 – მდე დევნილი.დარიგდა უფასო მედიკამენტები.
გამოკვლევების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს რეგულარულად ატარებს.

მთელი წლის განმავლობაში უფასო გამოკვლევებით უკვე ისარგებლა სამეგრელოს, ქართლის, კახეთის, იმერეთის რეგიონში მცხოვრებმა 7 000 -მდე დევნილმა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევების ეფექტურობა გამომდინარეობს იქედან, რომ მასში მონაწილეობენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმები. აქციების ჩატარების ადგილმდებარეობა განპირობებულია დევნილი მოსახლეობის მოთხოვნისამებრ, ღონისძიება სახლთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, ან ხშირ შემთხვევაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ტარდება.