ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ახალ მზერას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში,აფხაზეთიდან დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩატარდა.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინა ონიანი დაესწრო.

გამოკვლევები ორი დღე გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას,  მაღალკვალიფიციური ექიმები იღებდნენ.

გაისინჯა 200-მდე ბენეფიციარი.

 

ჩატარდა შემდეგი სახის გამოკვლევები:ვიზომეტრია /კორექციით (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და სათვალის შერჩევა), ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა), ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), ბიომიკროსკოპია (თვალის გამჭვირვალე არეებისა და ფერადი გარსის ნაპრალოვანი ნათურით დათვალიერება) და შირმერის ტესტი (თვალის სიმშრალის ტესტი) ჩაუტარდებათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხავი სათვალის შერჩევა.

როგორც მედიასთან საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა,აღნიშნული სახის ღონისძიება ,კლინიკა “ახალ მზერასთან”თანამშრომლობით მომავალშიც ჩატარდება.

14695357_1295155570529937_6291122581646135913_nimg_1229

14720477_1295155363863291_1663691979891856445_n