საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები“ გაიმართა

.

საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები” გაიმართა. სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებლებმა – ბეჟან ხორავამ, დაზმირ ჯოჯუამ, ქეთევან პავლიაშვილმა, ზაზა წურწუმიამ და არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის, აფხაზური ისტორიოგრაფიის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, 1992/1993 წლების ომის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე, დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პირობებში გახანგრძლივებული დევნილობისა და იძულებითი გადაადგილების სოციალურ, დემოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ პრობლემებზე.

კონფერენციის მონაწილენი დალოცა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. კონფერენციას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, მათ შორის აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

14980565_1330553080301908_1546154999650086654_n