Daily Archives: 28.11.2016

  • აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისათვის სემინარი გაიმართა

    კომპანია “ნიარმედიკ პლიუს”-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, აფხაზეთის სამედიცინო დაწასებულებების ექიმებისათვის, პრეზენტაცია/სემინარი “თანამედროვე მიდგომები გრიპისა და მ.რ.ვ.ი მკურნალობისა და პროფილაქტიკისადმი “ ჩატარდა . სემინარს მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია ხერხეულიძე უძღვებოდა. ტრეინინგს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თენგიზ კვირტია ესწრებოდა.        


  • სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, […]