ლალი ლუკავას მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ორგანიზაცია“კამპუს ლაიონს კლუბი თბილისის“თანამშრომლობის ფარგლებში, ლუკავების რვაშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.
გადაცემის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბი თბილისის“პრეზიდენტი, რატი ქირია ორგანიზაციის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად ესწრებოდნენ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ ყოლბაიას,ასევე ქალბატონ ქეთევან ბაკარაძეს ასეთი დიდი საჩუქრისათვის, ასევე მადლობას ვუხდი არასამთავრობო რორგანიზაციების წარმომადგენლებს,რადგანაც მათ ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეს და ჩემს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები შეუმსუბუქეს.“განაცხადა შეხვედრაზე ლალი ლუკავამ.
საქველმოქმედო ღონისძიებებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით რეგულარულად ახორციელებს, აღნიშნული სახის დახმარებები აფხაზეთიდან დევნილებისათვის მომავალშიც გაგრძელდება.