წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

.

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 17 და 18 მარტს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების სპეციალისტებთან ერთად, უფასო, მაღალკვალიფიციურ გამოკვლევებს სთავაზობს.
ღონისძიებაძე დარიგდება უფასო,საჭირო მედიკამენტები.
ექიმის შემადგენლობაში იქნებიან:

ოჯახის ექიმი, ქირურგი, პედიატრი, დერმატოლოგი, ნერვოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოტოლარინგოლოგი.
ღონისძიებაზე ჩატარდება შემდეგი კვლევები: ელექტროკარდიოგრაფია,ულტრასინოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანო), გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
პარასკევს – 15:00 საათიდან.
შაბათს- 10:00 საათიდან.
მისამართი : დაბა წყნეთი, სკოლის შენობა.