სამინისტროში არსებულ პროგრამებს კიდევ ორი მნიშნელოვანი პროგრამა შეემატა

.

საჭირო ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებს ორი უმნიშვნელოვანესი პროგრამა შეემატა, რომლით სარგებლობაც, ბენეფიციარებს სპეციალური მომართვისა და (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) საშუალებით შეეძლებათ.

I. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) ამბულატორიული დახმარების პროგრამის“ ლაბორატორიულ-მორფოლოგიური, (წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, სხვადასხვა ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, სხვადასხვა ბიოფსიური მასალის იმუნოჰისტომორფოლოგიური კვლევა) კვლევების კომპონენტის პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
პროგრამის კოორდინატორი: თინიკო ზუხბაია
ტელ: 577 09 24 76

II. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ( ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) ამბულატორიული დახმარების პროგრამის“ ფარგლებში მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევების კომპონენტის პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით,
პროგრამის კოორდინატორი: გულნაზ თოდუა
ტელ: 551 54 43 50