ბოლნისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

.

10 ივნისს,  ბოლნისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის წამყვან კლინიკებთან ერთად, უფასო  სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს.

აქციაზე, დევნილის პასპორტის მქონე პირებს, სხვა სამედიცინო მომსახურეობასთან ერთად, შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ საჭირო მედიკამენტების მიღება.

10 საათიდან ბოლნისის „ახალი კლინიკა“ აღმაშენებლის 25.

სამედიცინო პერსონალის შემადგენლობაში იქნებიან:

ოჯახის ექიმი
თერაპევტი-კარდიოლოგი-გასტროენტეროლოგი
ონკოლოგი
ნევროლოგი
ბავშვთა ნევროლოგი
პედიატრი
ენდოკრინოლოგი
ოფთალმოლოგი
გინეკოლოგი
ქირურგი
ოტორინოლარინგოლოგი
დერმატოლოგი
ექოსკოპია
ეკგ
უროლოგი
ბავშვთა და მოზრდილთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი
მამოლოგი
ალერგოლოგი