თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის გადამზადების ორ ტენდერში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოების […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამშობიაროდ ჩამოსული ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა წყვილი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო და ახალშობილისთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ახალგაზრდა ოჯახს კომპანია ჰუმანამ საჩუქრად ახალშობილისთვის საჭირო კვების პროდუქტები გადასცა და შემდგომი დახმარების სურვილი გამოთქვა.