Monthly Archives: მარტი 2018

  • ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია“ გაიხსნა

    ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია” გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან […]


  • აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება […]


  • მორიგი სოციალური კამპანიის დასაწყისი,სტუმრობა მარტოხელა მამის მრავალშვილიან ოჯახში

    აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებმა,ნინო გულუამ და დალი დგებუაძემ,აფხაზეთიდან დევნილი ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულებს,რომელთა  ისტორია ძალიან მძიმე და ტრაგიკულია.  დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მარტოხელა მამა – რუსლან ვეკუა შვიდ შვილს არასახარბიელო სოციალური მდგომარეობით, მარტო ზრდის. შეხვედრისას სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ ოჯახის მდგომარეობას და იმ საჭიროებებს, რომლის წინაშეც 7 შვილიანი ოჯახი დგას და […]


  • ქეთევან ბაკარაძე – ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს

    იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს. ექიმების სამსახურში აღდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. როგორც ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის,ვახტანგ ყოლბაიას  დავალების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკითხი.  როგორც აღმოჩნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის […]


  • შეხვედრა „Amnesty International“-ის წარმომადგენლებთან

                აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.         შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით […]