Daily Archives: 02.05.2018

  • ახალციხეში მცხოვრები დევნილებისათვის უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება

    5 მაისს,ახალციხეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის “იმედის კლინიკაში” უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება, სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან👉 ✔ ოჯახის ექიმი, ✔პედიატრი, ✔კარდიოლოგი, ✔ნევროლოგი, ✔ენდოკრინოლოგი, ✔ქირურგი, ✔უროლოგი, ✔ოფთალმოლოგი, ✔ოტორინოლარინგოლოგი, ✔დერმატოლოგი, ✔ექიმი-✔რადიოლოგი. საჭიროების შესაბამისად გაკეთდება ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში), ⭕C ჰეპატიტის სკრინინგი. ექიმების დანიშნულების მიხედვით გაიცემა მედიკამენტები უფასოდ.